ახალი წლის დღეების” ფარგლებში ხობში ღონიძება გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ პარკში მოეწყო საახალწლო დეკორაციები, საბავშვო სივრცეები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა კოსტიუმირებული ორკესტრისა და ზღაპრების გმირებისსაზეიმო მსვლელობა, მოეწყო საბავშვო სივრცეები, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუამ ტკბილეული და საჩუქრები გადასცა.
საღამოს მაყურებელთა წინაშე “ქართული ხმები “ და ზუკა ხუციშვილის ბენდი წარსდგნენ.
საახალწლო ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერი დავით ბუკია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
სადღესასწაულო ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდება.
"ახალი წლის დღეები" საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით წელს მეოთხედ იმართება.