ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ცივზე მშენებარე ხიდი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ (ნუკრი) ხასიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და მერმა გოჩა ქაჯაიამ დაათავლიერეს.
ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 612 ათასი ლარია, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
არსებული ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და ვერ აკმაყოფილებდა თანამედროვე სატრანსპორტო მოთხოვნებს. სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე მოქალაქეები დროებითი სახიდე გადასასვლელით ისარგებლებენ. ახალი ხიდის მშენებლობა ივნისის ბოლოს დასრულდება.