3-7 ივნისს ახალციხის მუნიციპალიტეტში, მიხეილ იაძის სახელობის სტადიონზე და ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრები გუნდები. მათ შორის ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის“ (დირექტორი ზ. ლატარია) ნორჩი ფეხბურთელები. თამაშები ჩატარდება წრიული სისტემით. გამარჯვებული გუნდები ფესტივალის ორგანიზატორების მიერ პრიზებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან.