24-28 მაისს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი მკლავჭიდში. საქართველოს მკლავჭიდელთა ნაკრების შემადგენლობაში ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის მოსწავლეები - გოჩა სიჭინავა და ანრი ბუკია (მწვრთნელ-მასწავლებელი კობა თუთბერიძე) იასპარეზებენ.