6 აპრილს, ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო ანრი ჯგერენაიას სახელობის ტურნირმა მინი ფეხბურთში. შეჯიბრებაში ხობის მუნიციპალიტეტის თორმეტი საჯარო სკოლის 2004-2005 წლებში დაბადებულ ბიჭუნათა გუნდი მონაწილეობს. ტურნირი ჯგუფური ეტაპის პრინციპით ტარდება და I-II ადგილზე გასული გუნდები ნახევარფინალში შეხვდებიან ერთმანეთს. ფინალური შეხვედრები 12 აპრილს გაიმართება.
ღონისძიების გახსნის ცერემონიალში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია მონაწილეობდნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება.