12 აპრილს, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე გაიმართა ანრი ჯგერენაიას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში, სადაც მონაწილეობდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის ბავშვთა გუნდები.
საფეხბურთო ტურნირში საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა I ადგილი - ხობის N-2 საჯარო სკოლის გუნდი I I ადგილი შუა ხორგის საჯარო სკოლის გუნდი III ადგილი ჭალადიდის საჯარო სკოლის გუნდი.
სპორტულ ღონისძიებას ანრი ჯგერენაიას ოჯახის წევრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია, საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
გამარჯვებულები თასებით და სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდნენ.