ხობის მუნიციპალიტეტში ინვაზიური მავნებლის - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი ღონისძიებები გრძელდება. 19 სექტემბერს ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკით, სამანქანე აგრეგატებით განხორციელდა შეწამვლითი სამუშაოები. მიმდინარე პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და საკრებულოს ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე, ნოჯიხევის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა სიჭინავა ადგილზე გაეცნენ.