ხობის მუნიციპალიტეტში ინვაზიური მავნებლის - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად ახორციელებენ. სამუშაოების მიმდინარე პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია ადგილზე გაეცნენ.