ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საახალწლო ნობათი გადაეცათ. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი ტკბილეული ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის 800 აღსაზრდელმამიიღო.
საჩუქრების გადაემის პროცესში მონაწილეობა მიიღეს და ბავშვებსა და აღმზრდელ-მასწავლებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ,მერის მოადგილემ დავით ბერაიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.