ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საახალწლო ნობათი გადაეცათ. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილ ტკბილეულს ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის 1000 აღსაზრდელი მიიღებს.
საჩუქრების გაცემის პროცესში მონაწილეობა მიიღეს და ბავშვებსა და აღმზრდელ-მასწავლებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დავით ბერაიამ, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ, საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ მედეა თათარიშვილმა და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარის მოადგილემ გივი ლატარიამ.