ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საახალწლო საჩუქრების დარიგება დაიწყო.
ტკბილეულის პაკეტს, ხობის მუნიციპალიტეტის 25 საბავშვო ბაღის 1089 აღსაზრდელი მიიღებს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მშობლებთან კომუნიკაციას ბაღების ადმინისტრაციები აწარმოებენ და ადგენენ ბაღში ვიზიტის გრაფიკს, რათა თავიდან იქნას აცილებული ახლო ფიზიკური კონტაქტი და მაქსიმალურად იქნას დაცული ჯანმრთელობის უსაფრთხოება.
საჩუქრების გაცემის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ქარდავა, „ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია გაეცნენ.