10 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის სამუსიკო სკოლის დარბაზში გაიმართა, ამავე სკოლის მოსწავლის ბარბარე ლოლუას სოლო კონცერტი. მონაწილეთა წინაშე ბარბარე ლოლუა წარსდგა, როგორც საფორტეპიანო ასევე საესტრადო ნომრებით. კონცერტს მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია ესწრებოდნენ. დოდო გაბუნიამ ახალგაზრდა, დამწყებ მომღერალს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და შემდგომი წარმატებები უსურვა მას.