1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ, საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ტარიელ ალექსანდრიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის, პირველი მაისისა და ხამისკურის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს მიულოცეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და საჩუქრები გადასცეს. საჩუქრები ასევე გადაეცათ ხობის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებსაც.