ხობის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა, 1 ივნისი ხობში კულტურულ-გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა. N1 საჯარო სკოლის სპორტდარბაზში საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისათვის ,,მხიარული სტარტები“ ჩატარდა, კულტურის სახლის ფოიეში მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ბავშვთა ნახატების გამოფენა მოეწყო. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კულტურულ-საგანმანათლებო საზოგადოებრივი ცენტრის სამუსიკო სკოლაში "მუსიკალური კვირეული" გაიმართა. კულტურის სახლის დიდ დარბაზში ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზე ქუთაისის ,,ერთი მსახიობის თეატრის“ მსახიობებმა იზრუნეს, რომლებმაც ხობელი მაყურებლის წინაშე სპექტაკლი ,,ფისუნია“ წარადგინეს. ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს.
ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია და „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ დირექტორი ეკა ხასია ესწრებოდნენ.