1 ივნისს, ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართა. დარბაზში შეკრებილი მაყურებლის წინაშე ხობის N1, N2 და პირველი მაისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელები ცეკვებითა და სიმღერებით წარსდგნენ. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დეპუტატმა ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და ბედნიერი ბავშვობა, სილაღე და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება უსურვა. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ ორგანიზებით განხორციელდა.