ხობის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოთი მოსარგებლე პირებს, დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ და მერის მოადგილემ დავით ბერაიამ „შავი ზღვის ტერმინალის" წარმომადგენლებთან ერთად მიულოცეს და ბენეფიციარებს კვების პროდუქტების ნაკრები გადასცეს.
ადგილობრივი ბიუჯეტის და „შავი ზღვის ტერმინალის“ (ყულევი)დაფინანსებით შეძენილი სააღდგომო ნობათი 155 ბენეფიციარს გადაეცა.