„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მოსახლეობის მოთხოვნითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, საბავშვო ბაგა-ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორცილედა ხობის მუნიციპალიტეტის ბიისა და ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ორივე საბავშვო ბაგა-ბაღის სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულებამ 47 816 ლარი შეადგინა.
დასრულებული სამუშაოები დღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ელისო კვიკვინიამ, სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორმა ეკა ხასიამ, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებთან ერთად დაათვალიერეს.
აღნიშნულ სამუშაოებზე დასაქმებული იყო ადგილობრივი მოსახლეობა. ახალი სასწავლო წლიდან საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები სწავლას კეთილმოწყობილ და მყუდრო გარემოში გააგრძელებენ.