ზემო ბიის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში, 1921 წლის თებერვალში, კოჯორში წითელ არმიასთან ბრძოლაში გმირულად დაღუპული ქართული არმიის ოფიცრის ივანე (ლოლი) იოსავას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა სამღვდელოებასთან ერთად გადაიხადა.
აქვე გაიმართა გმირის ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია, (წიგნის ავტორები გოგიტა ჩიტაია და ანზორ სიჭინავა). სადაც გოგიტა ჩიტაიამ ისაუბრა ივანე იოსავას ცხოვრებასა და მის განვლილ გზაზე.
ღონისძიებასმოწვეულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილეები რევაზ ზაქარაია, დავით ბერაია და ნოჯიხევისა და ბიის მაჟორიტარული ოლქიდან საკრებულსო წევრი ლევან ლიპარტია ესწრებოდნენ.