20 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის საჯარო განხილვა. სადაც დეტალურად იქნა განხილული ბიუჯეტის შესრულების პარამეტრები, საკრებულოს წევრების მხრიდან მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების განხილვის შემდეგ მიეცა სამომავლო რეკომენდაციები 2018 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით.