28 ივლისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2021 წლის 26 ივლისის N50-502120741 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: მ. ქარდავა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარის მოადგილე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2021 წლის 28 ივლისის N50-502120944 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პროექტების ინიციირების, მათი განხილვისა და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 მაისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ).
(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თ. გელანტიას 2021 წლის 28 ივლისის N50-50212098 განცხადების განხილვა („ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შექმნის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის N48 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: თ. გელანტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე).