2014 წლის 27 ნოემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. შპს „დასუფთავება და განათებას“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გ. თათარიშვილის 2014 წლის 21 ნოემბრის N99 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 26 თებერვლის N116 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე)
(მომხსენებლები: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)
2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2014 წლის 27 ნოემბრის 06/1858 წერილის განხილვა („საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების თაობაზე საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე:
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე)
3. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N44 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება 2014 წლის 28 ნოემბერს 12:00 საათზე.