2015 წლის 20 მარტს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა,
სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხი:
1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 19 მარტის 06/377 წერილის განხილვა („არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 10 ივლისის N49 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირების რეორგანიზაციაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ განკარგულების პროექტების თაობაზე).
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადების საფუძველზე 2015 წლის 20 მარტს 13:30 საათზე გაიმართება საკრებულოს რიგგარეშე სხდომა.