2015 წლის 22 სექტემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 14 სექტემბრის N06/1571 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ-აგვისტოს შესრულების თაობაზე)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)
2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 21 სექტემბრის N06/1610 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)
3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 21 სექტემბრის N06/1617 წერილის განხილვა („არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 10 ივლისის N49 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 21 სექტემბრის N06/1618 წერილის განხილვა („არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრის“ ლიკვიდაციაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)
5. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 21 სექტემბრის N06/1619 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტის, „ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 იანვრის N1 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე და „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლის ბეჭდისა და სატიტულო ფურცლების და გამგეობის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების ბლანკების ნიმუშების დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N54 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ განკარგულების პროექტების შესახებ)
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)
6. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 21 სექტემბრის N06/1620 წერილის განხილვა („საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N53 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)
7. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 21 სექტემბრის N06/----წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრისთვის“ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის N52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტების შესახებ)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
8. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)
9. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბეჭდის, სატიტულო ფურცლისა და სამართლებრივი აქტების ბლანკის ნიმუშების დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის N50 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)