27 თებერვალს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის ლ. ცატავას 2017 წლის 15 თებერვლის N9/08 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის ფორმის და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ლ. ცატავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის
კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 23 თებერვლის N05/625 და 2017 წლის 24 თებერვლის N05/642 წერილების განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 მარტის N19 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ;
• „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე.
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე).