30 აგვისტოს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 29 აგვისტოს N03/3708 წერილის განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე.
(მომხსენებელი: ლ. ცატავა - საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის
უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)