4 დეკემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ვ. გაბედავას 2017 წლის 24 ნოემბრის N518 განცხადების განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე);
(მომხსენებელი: თ. გელანტია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის კ. ლატარიას 2017 წლის 24 ნოემბრის N521 განცხადების განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა და საფინანსო - სარევიზიო კომისიებში გაწევრიანების თაობაზე);
(მომხსენებელი: თ. გელანტია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის თ. გულუას 2017 წლის 24 ნოემბრის N523 განცხადების განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიაში გაწევრიანების თაობაზე);
(მომხსენებელი: თ. გელანტია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ი. ჯიშკარიანის 2017 წლის 24 ნოემბრის N524 განცხადების განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიაში გაწევრიანების თაობაზე);
(მომხსენებელი: თ. გელანტია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
5. განკარგულების პროექტის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის N49 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე);
(მომხსენებელი: თ. გელანტია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
6. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბ. მამაცაშვილის 2017 წლის 24 ნოემბრის N525 განცხადების განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შექმნის თაობაზე);
(მომხსენებელი: თ. გელანტია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
7. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მ. ნადარაიას 2017 წლის 29 ნოემბრის N530 განცხადების განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა და საფინანსო - სარევიზიო კომისიებში გაწევრიანების თაობაზე);
(მომხსენებელი: თ. გელანტია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
8. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ი. ნადარაიას 2017 წლის 29 ნოემბრის N531 განცხადების განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ხობის“ შემადგენლობის დატოვების თაობაზე);
(მომხსენებელი: თ. გელანტია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
9. N66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დ. ჯობავას 2017 წლის 1 დეკემბრის N82/2017 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიის გამოკლებული წევრის ნაცვლად მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: თ. გელანტია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
10. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2017 წლის 1 დეკემბრის N05/5497 წერილის განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ეკონომიკური განვითარების საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);
11. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2017 წლის 1 დეკემბრის N03/5508 წერილის განხილვა:
• შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“ დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 28 თებერვლის N88 განკარგულების ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ;
• „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ;
(მომხსენებელი: დ. ბერაია - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე);
12. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2017 წლის 4 დეკემბრის N06/5528 წერილის განხილვა („საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2018 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადებების მოწონების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ეკონომიკური განვითარების საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);