26 სექტემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დ. ბერაიას 2018 წლის 21 სექტემბრის N95/01 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2018–2019 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 ივლისის N36 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ).
(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე).
2. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დ. ბერაიას 2018 წლის 21 სექტემბრის N96/01 განცხადების განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის N59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ;
• „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის ფორმის და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ;
(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 25 სექტემბრის N05/4027 წერილის განხილვა „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (იჯარის ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);