23 იანვარს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის ვ. გაბედავას 2019 წლის 14 იანვრის N04/50 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების კვარტალური განწერის დასამტკიცებლად ხობის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თ. გელანტიას 2019 წლის 17 იანვრის N6/01 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: თ. გელანტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2019 წლის 22 იანვრის N04/141 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2019 წლის 22 იანვრის N09/145 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2019 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N48 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
5. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2019 წლის 22 იანვრის N06/146 წერილის განხილვა („საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 დეკემბრის N44 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);
6. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2019 წლის 22 იანვრის N05/152 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (თხოვების) ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);
7. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის 2019 წლის სამუშაო გეგმა;
(მომხსენებელი: თ. გელანტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
8. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის 2019 წლის სამუშაო გეგმა;
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
9. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის 2019 წლის სამუშაო გეგმა;
მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
10. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის 2019 წლის სამუშაო გეგმა;
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);
11. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის 2019 წლის სამუშაო გეგმა.
(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე).