22 მარტს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსის გ. მამრიკიშვილის 2019 წლის 19 თებერვლის N001478/18 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2016 – 2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის თაობაზე);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2019 წლის 20 თებერვლის N04/514 და 2019 წლის 19 მარტის N04/826 წერილების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დ. ბერაიას 2019 წლის 1 მარტის N22/01 განცხადების და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ა. დარახველიძის 2019 წლის 15 მარტის NGOV11900010031 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე);
მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2019 წლის 14 მარტის N09/769 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2019 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N48 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების,
კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
5. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2019 წლის 18 მარტის N04/817 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ).
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე).