29 მარტს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას 2021 წლის 9 მარტის N50-502106844 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ-დეკემბრის თვის შესრულების ანგარიშის თაობაზე“);
(მომხსენებელი: ტარიელ ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას 2021 წლის 17 მარტის N50-502107680 წერილის განხილვა („საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში 2021 წელს დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ვლადიმერ ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა
და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას 2021 წლის 19 მარტის N50-5021078102 და 24 მარტის N50-5021083118 წერილების განხილვა („სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის ადმინისტრაციული ერთეულისა და ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ“ შეთანხმებაზე ხელმოწერის შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ვლადიმერ ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა
და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას 2021 წლის 19 მარტის N50-5021078103 წერილის განხილვა („საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2021 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 იანვრის N2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ვლადიმერ ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა
და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);
5. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას 2021 წლის 23 მარტის N50-502108281 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2021 წლის მუნიციპალური პროგრამის თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N35 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: დოდო გაბუნია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების,
კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
6. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას 2021 წლის 24 მარტის N50-502108332 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ტარიელ ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
7. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას 2021 წლის 25 მარტის N50-502108455 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ტარიელ ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
8. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას 2021 წლის 26 მარტის N50-502108555 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: დავით ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
9. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას 2021 წლის 26 მარტის N50-502108572 და 29 მარტის N50-502108819 წერილის განხილვა:
• ,,ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 მარტის N16 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი და დამატებითი ქონებების სარგებლობის უფლებით, უზუფრუქტის ფორმით, უსასყიდლოდ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით, თხოვების ფორმით, უსასყიდლოდ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე.
(მომხსენებელი: ვლადიმერ ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა
და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე).