12 ოქტომბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები;
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2022 წლის 10 ოქტომბრის N50-502228318 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტისსაკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2022 წლის 10 ოქტომბრის N50-502228380 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ვლადიმერ ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის მედეა თათარიშვილის 2022 წლის 10 ოქტომბრის N51-51222837 განცხადების განხილვა („სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლისთვის სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს საჯარო სკოლის სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2022 წლის 10 ოქტომბრის N50-5022283126 წერილის განხილვა („საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2022-2023 წლებში დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 12 აგვისტოს №16 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ).
(მომხსენებელი: ბექა მამაცაშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების
კომისიის თავმჯდომარე).