28 ნოემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მალხაზ იოსავას 2023 წლის 20 ოქტომბრის N19/51232933-51 განცხადების განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე მოხსენების თაობაზე);
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
2.პეტიციის წარმომდგენი სუბიექტის მალხაზ იოსავას 2023 წლის 13 ნოემბრის N19/51233173-51 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების პრობლემის შესახებ“ საკითხის საკრებულოს სხდომაზე შესწავლა, განხილვა და გადაწყვეტის თაობაზე“);
(მომხსენებელი: ბექა მამაცაშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების
კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2023 წლის 27 ნოემბრის N50-502333115 წერილის განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი ქონებების სარგებლობის უფლებით, უზუფრუქტის ფორმით, უსასყიდლოდ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ’’ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• ,,ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ’’ განკარგულების პროექტის თაობაზე;
(მომხსენებელი: ვლადიმერ ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის ლევან ქავთარაძის 2023 წლის 27 ნოემბრის N51-512233315 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე).