17 ოქტომბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები;
1. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის ილია ბეგიაშვილის 7 ოქტომბრის N01/2044წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სოფლების: გამოღმა და გაღმა ქარიატის ქუჩების სახელდების და ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულში, საჭანიოს უბანში არსებულ N4 ქუჩისთვის ნინი კონჯარიას სახელის მინიჭებაზე თანხმობის თაობაზე“);
(მომხსენებელი: ბექა მამაცაშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების
კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2024 წლის 16 ოქტომბრის N50-502429044 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ქონების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: ვლადიმერ ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე).