29 ივლისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის რ. ზაქარაიას 2025 წლის 6 ივნისის N50-502517810 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში თბილისის ქუჩისთვის ტარიელ გელანტიას ქუჩის სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ბექა მამაცაშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების
კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დ ბუკიას 2025 წლის 4 ივლისის N50-502518545 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2025 წლის იანვარ - ივნისის ბიუჯეტის შესრულების შედეგების შესახებ“);
(მომხსენებელი: ლევანი ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დ. ბუკიას 2025 წლის 11 ივლისის N50-502519237 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დღვაბის უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ბექა მამაცაშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების
კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დ. ბუკიას 2025 წლის 16 ივლისის N50-502519710 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის 2025 წლის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის N30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: დოდო გაბუნია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
5. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის მ. თათარიშვილის 2025 წლის 22 ივლისის N51-51252033 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
6. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დ. ბუკიას 2025 წლის 23 ივლისის N50-502520449 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ლევანი ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
7. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარის ბექა მამაცაშვილის 2025 წლის 25 ივლისის N51-51252061 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულიწყუში შოთა რუსთაველის ქუჩის პირველი შესახვევისთვის სპარტაკ ბუკიას ქუჩის სახელის მინიჭების თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ბექა მამაცაშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების
კომისიის თავმჯდომარე);
8. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარის ბექა მამაცაშვილის 2025 წლის 25 ივლისის N51-51252061 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულში არსებულ N1 ქუჩისთვის რევაზ ჩხეიძის სახელის მინიჭების თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ).
(მომხსენებელი: ბექა მამაცაშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების
კომისიის თავმჯდომარე).