22 ოქტომბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2025 წლის 7 ოქტომბრის N50-502528041 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გიმოზგონჯილში არსებული N1 ქუჩისთვის ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ბექა მამაცაშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების
კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარის ბექა მამაცაშვილის 2025 წლის 21 ოქტომბრის N51-51252941 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის თბილისის ქუჩისთვის ტარიელ გელანტიას სახელის მინიჭების თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ).
(მომხსენებელი: ბექა მამაცაშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების
კომისიის თავმჯდომარე).