2014 წლის 29 დეკემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა,
სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2014 წლის 3 დეკემბრის 06/1895 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ-ნოემბრის შესრულების ანგარიშის თაობაზე)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე)
2. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის ტ. ალექსანდრიას და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის შ. სირაძის (N207 04.12.2014) განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ დადგენილების პროექტისა და „საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N53 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის ინიცირების შესახებ)
(მომხსენებლები: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე;
შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)
3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2014 წლის 19 დეკემბრის 06/2072 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის და „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე განკარგულების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)
4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2014 წლის 29 დეკემბრის 06/2113 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, „ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტებისა და „ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 იანვრის N1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე)
5. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2014 წლის 29 დეკემბრის 06/2116 წერილის განხილვა („ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ოქტომბრის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმისა და სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ოქტომბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტების თაობაზე)
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)
6. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2014 წლის 29 დეკემბრის 06/2117 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აღრიცხული უძრავი და მოძრავი ქონების შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
7. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2014 წლის 29 დეკემბრის 06/2118 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ და ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2015 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტების თაობაზე)
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
8. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2014 წლის 29 დეკემბრის 06/2119 წერილის განხილვა („საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N53 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე)
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2014 წლის 30 დეკემბერს 10:30 საათზე.