20 ოქტომბერს, ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში
1987 წელს სოფელ ჭალადიდში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებების გატარების დროს დაღუპული რაჰიბ მამედოვის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა.
დღესვე ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში რაჰიბ მამედოვის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის - „19 წლის მხსნელი“ პრემიერა შედგა;
რაჰიბ მამედოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულისადმინისტრაციის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, „შავი ზღვის ტერმინალის“ წარმომადგენლები და რაჰიბ მამედოვის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.