მარტვილის მუნიციპალიტეტში, ყოველწლიური დღესასწაული „ჭყონდიდლობა 2019“ გაიმართა, დღესასწაული მარტვილში სხვადსხვა ღონისძიებებით აღინიშნა.
ჭყონდიდლობას სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეები, ლუდუკი (ნუკრი) ხასია და დავით ვერავა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა მოწევულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.
მარტვილის ცენტრში ჭყონდიდლობისადმი მიძღვნილი კონცერტზე ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები წარსდგნენ. მთავარ სცენაზე ჯგუფმა „ერთი მეოთხედმა“, გიგა პაპასკირმა და მერი მამულაშვილმა იმღერეს.
ჭყონდიდლობასთან დაკავშირებით, მარტვილში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები იმართებოდა.