ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით, ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უფროსკლასელების მონაწილეობით ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გაიმართა ღონისძიება „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“.
ღონისძიების მონაწილეებმა გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით, რუსთაველის ქუჩაზე შეკრებილი მანიფესტანტები და პატივი მიაგეს დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში „9 აპრილი და თანამედროვეობა“ გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
კონკურსში მონაწილეები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო პრიზებითა და სიგელებით.