20-22 სექტემბერს, საქართველოში გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ინიციატივით, ხორციელება საერთაშოროსო კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“-ს ფართომაშტაბიანი აქცია „დავასუფთაოთ საქართველო“, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი - „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/ საქართველო“, მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვა“ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის საერთაშოროსო განვითარების სააგენტოს (Sida ) ფინანსური უზრუნველყოფით.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს ხობის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის საჯარო მოხელეებმა, რომლებმაც საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დაასუფთავეს ქალაქის ცენტრის ტერიტორია.
კამპანია ემსახურება ნარჩენებით დაბინძურებული გარემოს დასუფთავებას და ტარდება ყოველ სექტემბერს. მასში 130 ქვეყანა მონაწილეობს. საქართველო მსოფლიო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა და ის რიგით 121-ე ქყვეყანა იყო, რომელიც დატანილ იქნა მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე.