ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ორგანიზებით, აგრო წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, დაფნის მწარმოებლებთან და გადამამუშავებლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ისაუბრეს დაფნის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა ასოციაციის შექმნასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებზე და იმსჯელეს ასოციაციის როლზე ქართული დაფნის ინდუსტრიაში.