აქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, ხობში ჯგუფების - „ურსასა “ და „ოჩოს ქოხის “ გალა კონცერტი გაიმართა. საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე მიულოცა. გალა კონცერტის დასასრულს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულდა.