ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
კულტურის სახლში შეკრებილი მაყურებლის წინაშე „თბილისური კვარტეტი“, ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთი“ და სამუსიკო სკოლის ნორჩ მომღერალთა გუნდი წარსდგნენ.
კონცერტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ.
სადღესასწაულო კონცერტი ფოიერვერკით დასრულდა.