26 მაისს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო პირველობის დასკვნითი შეხვედრები გაიმართა. ფინალურ მატჩში ქალაქ ხობის გუნდმა ხამისკურის „ხამისკური“, ანგარიშით 1-0 დაამარცხა და პირველობის გამარჯვებული გახდა; ხოლო, მესამე ადგილი ქვემო ქვალონის ფეხბურთელთა გუნდმა დაიკავა.
გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ.
სპორტულ ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ.
ხობის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო პირველობა საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა და „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებითა განხორციელდა.