12 მარტს, ქალაქ ხობში, საჭადრაკო კლუბ „ლაზი ერში“, კლუბის ორგანიზებით, ტრაგიკულად დაღუპული ანრი ჯგერენაიას სახელობის საჭადრაკო ტურნირი დასრულდა. ტურნირში 14 მოჭადრაკე მონაწილეობდა. საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: I ადგილი - ბადრი ლომაია, II ადგილი - ნიკა ბუკია, III ადგილი - ბესო ქირია. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს თასები, დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიების დაჯილდოების ცერემონიალს, ანრი ჯგერენაიას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი ნინა ბუკია ესწრებოდნენ.