16 თებერვალს, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე, გაიმართა აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის დათა ხურცილავას სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრები მინიფეხბურთში.
მემორიალური ტურნირის გამარჯვებული სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდი გახდა, მეორე ადგილზე ხეთის ფეხბურთელთა გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი შუა ხორგის ფეხბურთელთა გუნდმა დაიკავა.
ფინალურ შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერი დავით ბუკია, დათა ხურცილავასოჯახის წევრებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
სპორტული შეჯიბრება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით გაიმართა.