16 თებერვალს, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის პირველობის ფინალური შეხვედრები გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული ხობის „ჭყონდიდელი“ფეხბურთელთა გუნდი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდი, ანგარიშით 7-3 დაამარცხა; ხოლო მესამე ადგილი სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდმა დაიკავა.
ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესოდ დასახელებულ ფეხბურთელებს თასები, სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.
სპორტულ ღონისძიებას დათა ხურცილავას ოჯახის წევრებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საფეხბურთო პირველობა, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.