16 თებერვალს, სენაკის სამხედრო ბაზის სპორტ დარბაზში აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის დათა ხურცილავას სახელობის პირველობის ფინალური შეხვედრები გაიმართა.
პირველობის გამარჯვებული სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდი გახდა, მეორე ადგილი „ჭალეს“ გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე „ფორცა კოლხეთის“ გუნდი გავიდა.
ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები, სიგელები და საჩუქრები გადაეცათ. სპორტულ ღონისძიებას დათა ხურცილავას ოჯახის წევრებთან დათვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე დავით ბერაია, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლევან ლიპარტია და სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი ირაკლი ჭითანავა ესწრებოდნენ.
საფეხბურთო პირველობა, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.