15 ნოემბერს, ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოგი მამფორიას სახელობის სტადიონზე, გაიმართა ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთის მსაჯის დავით კანკიას სახელობის პირველობის ფინალური შეხვედრები ფეხბურთში, ტურნირის გამარჯვებული და დავით კანკიას სახელობის თასის მფლობელი ზუგდიდის „ბაიას“ ფეხბურთელთა გუნდი გახდა, მეორე ადგილზე წალენჯიხის „ივენტუსის“ აკადემიის გუნდი, ხოლო მესამე ადგილზე ხობის „კოლხეთის“ფეხბურთელთა გუნდი გავიდა. ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები, სიგელები და საჩუქრები გადაეცათ. სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილე დავით ბერაია და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ს თავმჯდომარე აკაკი მალანია, დავით კანკიას ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ესწრებოდნენ.