დასრულდა 2008 წელს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის გოგა ჭითანავასა და ჯარისკაც ლევან ტურავას სახელობის რიგით მეთექვსმეტე გათამაშება მინი ფეხბურთში. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს „ხეთის” და „ჭალეს“ ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება „ჭალეს“ გუნდმა მოიპოვა. ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ. სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერის მოადგილე დავით ბერაია ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.